"მერე რა რომ ვქეიფობდი, დანაშაულია ქეიფი?".- ასე პასუხობს პრემიერმინსიტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ 7 აგვისტოს ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა.
ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის საპატივსაცემო სუფრაზე იყო, სადაც კოვიდრეგულაციები დაცული არ ყოფილა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ეპიდსიტუაციის გართულება არაერთხელ დააბრალა ოპოზიციის მიერ გამართულ აქციებს.
"მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმე დღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა, ამ აქციების შემდეგ მოხდა ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება" - ამბობდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი 26 ივლისს.
საკოორდინაციო საბჭომ მოსახლეობას ხალხმრავალი სუფებისგან, ქელეხებისა და ქოწილებისგან თავშეკავებისკენ ბერვჯერ მოუწოდა.
რუსეთის ქალაქ სტავროპოლში აფეთქების შედეგად ქალ...
ახმეტაში მკვლელობა მოხდა. თანასოფლელმა 40 წლამდ...
გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივა...
ახალციხეში, კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვ...
ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლ...
Mana press