Foto

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 641 242 პირია აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით 641 242 პირია აცრილი.

NCDC-ის ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 197 118 ადამიანი.

„აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522“, - აცხადებენ NCDC-ში.