ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს, რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და ომში აშშ-ის როლზე საუბრისას განაცხადა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, 2008 წელს ამერიკის მხრიდან დახმარება ნიშნავდა, რომ აშშ საქართველოზე პუტინის დომინირებას არ აღიარებდა.
„ეს ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს. რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. ნიშნავდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია, დემოკრატების ძლიერი მხარდაჭერით, ამბობდა: ჩვენ არ ვაღიარებთ პუტინის დომინირებას საქართველოზე მიუხედავად იმისა, რომ მან სულ ეს-ესაა მოიგო ომი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა წესებზე დაფუძნებული სისტემის მსოფლიოში და არა დამცინავი, ფსევდო-პოლიტიკის. ეს იყო უფრო ფართო ხედვა იმისა, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, და რაც კარგია ამერიკისთვისაც, არა მხოლოდ საქართველოსთვის“, - განაცხადა დიპლომატმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press