Foto

კოვიდგადატანილები, რომლებსაც ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვთ, სრულად აცრილებთან გათანაბრდებიან

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილი პირები, რომლებსაც ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა გაკეთებული აქვთ, სრულად აცრილებთან გათანაბრდებიან.

„ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, იქ იცრებიან მხოლოდ ერთხელ და ეს ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად, შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსით და თუ ადამიანს გადატანილი აქვს და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს რაც ორჯერ აცრილ ადამიანს. ეს ჩვენი რეგულაცია არაა, მე ვსაუბრობ იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებზე, რომლებსაც ეს სტატუსი აქვთ მათ ქვეყანაში მიღებული“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის, დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჯარო სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბება, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება.