კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
როგორ გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს.
„აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. კარგი იყო ბოლო სამი დღის განმავლობაში მოცვა. საშუალო მაჩვენებელი უკანასკნელი 3-4 დღის მანძილზე 20 ათასი იყო დღის განმავლობაში. 15 აგვისტოდან „ფაიზერის“ მეორე დოზებზეც დაიწყება რეგისტრაცია . ამ კვირაში დაზუსტდება რეგისტრაციის პირობები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press