ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდვითარება საგანგაშოა და ქვეყანაში არ არის მარტივი სიტუაცია.
როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორი არ არის ყოველისშემძლე და ის დამოკიდებულია მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, რეკომენდაციების დაცვაზე, რათა სექტორში არ მოხდეს კოლაფსი.
„მე რამდენჯერმე უკვე გავაკეთე განცხადება და როგორც მე, ასევე ჩემი მოადგილე, ბატონი ამირანი ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ მდგომარეობა არის საგანგაშო, არ არის მარტივი სიტუაცია. ჯანდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც მისი ყველა სიპი და მისი ყველა წარმომადგენელი, 24 საათიან რეჟიმში არიან ჩართულნი პროცესის მართვაში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ პროცესს, მაგრამ მინდა მივმართო როგორც მედიას, ასევე მოსახლეობას, ჩვენ არ ვართ ყოვლისშემძლეები, გვიჭირს გარკვეული სირთულეების დაძლევა და დამოკიდებულები ვართ მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე, რეკომენდაციების დაცვაზე, რომელიც ჩვენი მხრიდან არის მიწოდებული და მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა, რათა ჯანდაცვის სექტორში არ მოხდეს კოლაფსი“, - განაცხადა მინისტრმა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press