Foto

ლუკაშენკო კატასტროფად მიიჩნევს, რომ საქართველოში ახალგაზრდები უფრო ხშირად ინგლისურად საუბრობენ, ვიდრე რუსულად

საქართველო, როგორც უკრაინა ჩემი „თავის ტკივილია“, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბელარუსის პრეზიდენტი კატასტროფას უწოდებს ფაქტს, რომ საქართველოში ახალგაზრდები ინგლისურ ენაზე უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე რუსულად.

„საბჭოთა პერიოდში არა ერთხელ ვიყავი აფხაზეთში, მართალია სამხრეთ ოსეთში არ ვყოფილვარ, თუმცა საქართველოში, თბილისის გარდა, ვიყავი... ქართველები, თეთრი ვოლგა, ლამაზი გოგონები... რუსებს, ბელორუსებს, უკრაინელებს მუდამ შურდათ თქვენი! მე არ ვსაუბრობ მიღწევებზე - ეს იყო აყვავებული ოაზისი. რაც იქ მოხდა, მე ცოტა ხნის წინ ვნახე. არ ვიტყვი რატომ, მე კარგი დამოკიდებულება მაქვს საქართველოს, ქართველების მიმართ. არის იქ როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები, ყველაფრისგან დასვკნები უნდა გამოვიტანოთ, სანამ არ არის გვიანი. ჩვენ უნდა გადავედით წითელ ხაზებზე, თუმცა ჯერ არ ვართ კუთხეში მიმწყვდეულნი. უნდა დავბრუნდეთ, მივუსხდეთ ერთ მაგიდას და ჩამოვყალიბდეთ, რა უნდა გავაკეთოთ. უნდა დავიწყოთ ეკონომიკით, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ ამაში არის აზრი და მიზეზი“, - აღნიშნა მან.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ საქართველო „უკვე დიდი ხანია გასცდა“ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და „იქ ახალგაზრდები ინგლისურ ენაზე უფრო ხშირად საუბრობენ, ვიდრე რუსულ ენაზე“. აღნიშნულზე ის რუსეთის პრეზიდენტსაც ესაუბრა და ამაში უფრო მეტად დარწმუნდა რამდენიმე წლის წინ, როცა თბილისის ქუჩებში მაშინდელ პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად სეირნობდა.

„მან ვიღაც დაპატიჟა - ისინი ჩემთან არ კონტაქტობდნენ რუსულად, ისინი საუბრობდნენ ინგლისურ ენაზე, მე მათთან თარჯიმანის დახმარებით ვკონტაქტობდი. კატასტროფაა! შემდეგში უარესი იქნება“ - დასძინა ლუკაშენკომ.