Foto

ევროკავშირი 6 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამატებით 35 მლნ ლარით დაეხმარება

ევროკომისიამ აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებში ვაქცინაციის პროცესის მხარდასაჭერად გამოყოფილი ფინანსური დახმარების პაკეტი 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა.

აღნიშნული ინფორმაცია ევროკომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული და აღნიშნულია, რომ გამოყოფილი დახმარების მიზანი ვაქცინაციის კამპანიების დაჩქარება და უსაფრთხო, ეფექტური ვაქცინების მიწოდების უზრუნველყოფაა.

ევროკომისიამ აღნიშნული ფინანსური დახმაარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას გაუზარდა, კერძოდ, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვასა და უკრაინას.

„ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში გლობალური ვაქცინების დეფიციტის ფონზე“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დახმარების პირველი, 40 მილიონი ლარის დახმარების პაკეტი თებერვალში ამოქმედდება.