სამცხე-ჯავახეთში, აბულის მთაზე მეხი ცხვრის ფარას დაეცა, რომლის შედეგად 530 სული ცხვარი დაიღუპა. - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპული პირუტყვის ნაწილი ადგილობრივ ფერმერს ეკუთვნის, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტამბოვკადან, ნაწილი კი, ფერმერებს კახეთიდან.
JNEWS ინფორმაციით, ფერმერს სოფელ ტამბოვკიდან, ნიკოლაი ლევანოვს 600 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც საძოვრად აბულის მთაზე, მის კუთვნილ ტერიტორიაზე უშვებს. ნიკოლაის პირუტყვთან ერთად ამ საძოვრებზე კახელი ფერმერების 900 სული ცხვარიც იმყოფება. საერთო ჯამში ამ საძოვრებზე 1 500 სულ ცხვარს აძოვებენ.
ფერმერმა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება უკვე სთხოვა. ზარალის შესაფასებლად მერიაში კომისია შეიქმნა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press