Foto

საქართველოში, კათოლიკე სასულიერო პირების უმრავლესობა, 83% ვაქცინირებულია

საქართველოში მოღვაწე, ლათინური წესის კათოლიკე მღვდლების, მონაზვნებისა და დიაკვების უმრავლესობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში მყოფი 47 სასულიერო პირიდან 35–ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც გაკეთებული აქვს.

ერთ–ერთი პირველი, ვინც აიცრა, საქართველოს კათოლიკე ეკელსიის ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო იყო:

"მე არ შემიძლია ვინმეს ვაიძულო ვაქცინის გაკეთება, მაგრამ ვფიქრობ, რომ მღვდლისთვის ეს აუცილებელია, რადგან ის არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი, არამედ სხვებზეც".- განაცხადა ეპისკოპოსმა.

ამჟამად ეპისკოპოსი სრულად ვაქცინირებულია, მან ვაქცინის ორივე დოზა საქართველოში გაიკეთა.

სასულიერო პირთა ნაწილი ვაქცინის პირველი დოზაზეა რეგისტრირებული, ნაწილი მეორე დოზას ელოდება, ნაწილი კი სრულად ვაქცინირებულია.