საქართველოს საპატრიარქო საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არ უნდა ხდებოდეს დააძალება.
" ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება, ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.
მის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც ასევე ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც, ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.- ნათქვამია განცხადებაში
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press