„თალიბები „ ახლა აკონტროლებენ ავღანეთის 65% -ს . 11 პროვინციის დედაქალაქზე მიიტანა იერიში. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით , გააკეთეს ახალი შეფასება იმის შესახებ, თუ რამდენ ხანი გაძლებს ავღანეთის დედაქალაქი ქაბული, მათი თქმით „თალიბანელები“ ქაბულს 90 დღეში დაიკავებენ, აშშ-ს ხელმძღვანელობით ძალების წასვლის შემდეგ.-ამის შესახებ უცხოური სააგენტო „Reuters”-ი წერს.
მათი თქმით, მათმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა,რომ ეს არ არის წინასწარი დასკვნა და რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შეუძლიათ შეცვალონ მდგომარეობა მეტი წინააღმდეგობის გაწევის შედეგად
ამასთან აშშ -ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთის ლიდერებს მოუწოდა, იბრძოლონ თავიანთი სამშობლოსთვის და განაცხადა, რომ არ ნანობს სამხედრო ნაწილების გაყვანის გადაწყვეტილებას. მისი თქმით შეერთებულმა შტატებმა 20 წლის განმავლობაში დახარჯა 1 ტრილიონ დოლარზე მეტი და დაკარგა ათასობით ჯარისკაცი.
შეგახსენებთ რომ, „თალიბები“ იბრძვიან აშშ-ის მხარდაჭერილი მთავრობის დასამარცხებლად და მკაცრი ისლამური კანონის დასამტკიცებლად. ისინი საკმაოდ სწრაფდ იკავებენ ავღანეთს სხვადასვა პროვინციის დედაქალაქებს.
ამას ხელი შაუწყო აშშ-ს გადაწყვეტილებამ ,რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები თვის ბოლომდე ყველა სამხედრო დანაყოფს გაიყვანს ავღანეთიდან.
„თალიბანმა“ პირობა დადო, რომ არ დაესხმება აშშ-ს ძალებს, მაგრამ არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას ავღანეთის მთავრობასთან. თალიბანის ვალდებულება, სამშვიდობო მოლაპარაკება განეხორციელებინა მთავრობასთან, უშედეგოდ დასრულდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press