Foto

ალჟირის ტყის ხანძრების შედეგად სულ მცირე, 65 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ ალჟირის   ტყის ხანძრების შედეგად  სულ მცირე, 65 ადამიანი დაიღუპა- ინფორმაციას “Reuters”-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, ხანძრების შედეგად ყველაზე მეტად  ტიზი უზუუ დაზიანდა , კაბილის რეგიონის უდიდესი უბანი, სადაც დაიწვა  სახლები და მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო,მათ  თავშესაფარი  სასტუმროებში, ჰოსტელებში და ახლომდებარე ქალაქებში განთავსებულ უნივერსიტეტში იპოვეს.

 მთავრობამ ჯარი გამოიყვანა ხანძრის ჩასაქრობად,   დაღუპულთაგან 28  სწორედ  ჯარისკაცია. 12 მათგანს კი მძიმე დამწვრობა აქვს. პრეზიდენტმა აბდელმაჯიდ თებუნმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ტყის ხანძრებმა  გასული კვირას  ალჟირის, თურქეთისა და საბერძნეთის დიდი ნაწილი მოიცვადა ევროკავშირის ატმოსფეროს მონიტორმა თქვა, რომ ხმელთაშუა ზღვა გახდა ტყის ხანძრის ცხელი წერტილი, რომელსაც ხელს უწყობს ცხელი ამინდი.