საუდის არაბეთმა გადაწყვიტა ვაქცინირებული, უცხოელი ვიზიტორების მიღება წმინდა ქალაქ მექაში, „უმრა“ პილიგრიმის ფარგლებში.- ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს
მათი ცნობით, ხელისუფლება ორშაბათიდან დაიწყებს მოგზაურების მოთხოვნის მიღებას.
საუდის არაბეთმა, თავისი საზღვრები დაახლოებით 18 თვის წინ კოროვირუსული პანდემიის გამო დახურა.
გასულ თვეს, მხოლოდ 60,000 აცრილ მოქალაქეს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო შემცირებულ ჰაჯში. ჰაჯი არის მექაშის მოლოცვა, რომელიც მუსლმმა, ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს სიცოცხლეში. იგი ტარდება წლის განსაზღვრულ დროს.
საუდის არაბეთი თავდაპირველად ნებას რთავს 60,000 მომლოცველს ჩავიდნენ მექაში. მათი რიცხვი თანდათან გაიზრდება და მიაღწევს ორ მილიონ ადამიანს თვეში, იუწყება საუდის სახელმწიფო პრესის სააგენტო (SPA).
საუდის არაბეთი ცნობს შემდეგ ვაქცინებს: Pfizer/BioNTech, Oxford-AstraZeneca, Moderna და Johnson & Johnson.
ამჟამადმ ქვეყანას აქვს რეგისტრირებული თითქმის 532,000 კორონავირუსის შემთხვევა და 8,300 -ზე მეტი გარდაცვლილი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press