შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, თამაზ ჯოხაძე მის უფროსს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშუალებს , მისი თქმით ის სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გააუშვეს.
პოლიციელმა "ფეისბუქზე" პირდაპირი ეთერით განაცხადა ამის შესახებ.
"ეს ადამიანები - დავით ჯაშაშვილი, გიორგი მესხი, დღეს სრულიად უმიზეზოდ მიბარებენ სამსახურში და მეუბნებიან, რომ უნდა წავიდე სამსახურიდან. ვეკითხები ორივე მათგანს და ვერც ერთი მპასუხობს კითხვაზე, რატომ უნდა წავიდე. არ შეუძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა. ამათ გონებასა და აზროვნებაში სხვა არაფერი დევს, გარდა იმისა, რომ წადი და მორჩა. შენ უკან ვინ დგას, რა დგას, არ გეკითხებიან საერთოდ- რამდენი შვილი გყავს, ოჯახში რამდენი წევრი გყავს, რამდენ ადამიანს ინახავ, რამდენ ადამიანს არჩენ, ამათთვის სრულიად არანაირი აზრი არ აქვს. დაწერე პატაკი, ოჯახური პირობების გამო წადი, რას ჰქვია წადი 3 შვილის მამა ვარ , ესენი შემინახავენ ოჯახს?”-ამბობს ჯოხაძე
მისი თქმით, ერთდერთი მიზეზი რაც შეიძლება ჰქონდეთ ისაა რომ მისი სიძე კახა საბანაძის ბავშობის მეგობარია.
„ერთადერთი ლოგიკური მიზეზი არის ჩემი სიძე, გიორგი მეზვრიშვილი,რომელიც იყო შიდა ქართლში პოლიციის უფროსი და გამოუშვეს მხოლოდ იმიტომ,რომ იყო კახა საბანაძის ბავშვობის მეგობარი და ახლა უნდათ,რომ მეც იმ მიზეზით გამიშვან“- განაცხადა თამაზ ჯოხაძემ
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press