აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის(CDC) მონაცემებით, აგვისტოს დასაწყისისთვის სრულად ვაქცინირებული იყო 164 მილიონზე მეტი მოქალაქე. მათგან, ვინც კორონავირუსით აცრის შემდეგ დაინფიცირდა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 0.005%-ზე ნაკლებს, ხოლო ლეტალური შედეგის მაჩვენებელი 0.001%-ზე ნაკლებია.
ამასთან ერთად ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა. შესაბამისი გადაწყვეტილება ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ფაიზერისა“ და „მოდერნას“ გამოყენება დაშვებული იქნება გარკვეული კატეგორიის იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press