საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, იმერეთში PCR ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხის დამზადების გამო 2 პირი ამხილეს, მათგან 1 კი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირებმა, იმერეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების სახელით, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაინტერესებულ პირს ფულადი თანხის სანაცვლოდ, დაუმზადეს და გადასცეს ახალი კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტები". – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
ვითარება მაინც შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდე...
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებ...
მაქვს შესაძლებლობა და პატივი შემოგთავაზოთ ინტერ...
ტაკერ კარლსონი არ არის ბოლო ადამიანი ამერიკულ ჟ...
მოსკოვის პოკროვსკის მონასტრის იღუმენის იღუმენ ფ...
Mana press