საწოლფონდთან დაკავშირებით გვაქვს კრიტიკულად სერიოზული პრობლემები - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ეპისიტუაცია გაუარესებულია. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192.
"მთავარია გავიკეთოთ ნებისმიერი ვაქცინა, მივიღოთ დროული გადაწყვეტილება და ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, ხელშეწყობა იქნება, რომ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოქალაქეს ჰქონდეს ხელმისაწვდომობა და არჩევანი ყველა იმ ვაქცინაზე, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს და დღეს ქვეყანაში ნამდვილად გვაქვს ფართო ხელმისაწვდომობა ყველა ვაქცინაზე და ყველა ვაქცინის რაოდენობა არის საკმარისი.
საქართველოს მასშტაბით გვაქვს კრიტიკულად სერიოზული პრობლემები საწოლფონდთან დაკავშირებით, ეს პრობლემა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ შენარჩუნდება, თუმცა ჩვენი აქტიური ჩართულობით და მუდმივი მონიტორინგით შევეცდებით, რა თქმა უნდა, რომ პაციენტებს პრობლემა არ შეექმნათ. - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემ...
საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. სეისმურ...
გორში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევის ადგ...
ბელიაშვილის ქუჩაზე, სავარაუდოდ, რესტორნიდან გას...
თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევთან მომხდარი ...
Mana press