იაპონიაში უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა, ქვეყანაში საფრთხის უმაღლესი, მე-5 დონე გამოაცხადეს. იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, წყალდიდობის რისკი განსაკუთრებით მაღალია ჰიროშიმას პრეფექტურაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იაპონიის მთავრობამ მოსალოდნელი წყალდიდობისა და მეწყერის გამო ნაგასაკსა და კიუსიუს სხვა ნაწილებში მცხოვრებ ასობით ათასს მოქალაქეს ევაკუაციის რეკომენდაცია მისცა.
იაპონიის მთავრობის განკარგულებით, ამუშავდა სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, გადაუღებელი წვიმები იაპონიაში სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press