Foto

პაატა იმნაძე მოსახლეობას-მოითხოვეთ, რომ ექიმმა ჩანაწერი გააკეთოს, რატომ არ გაძლევთ აცრის გაკეთების რეკომენდაცის

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ  მოსახლეობას  მიმართა და მოუწოდა  მოსთხოვონ  ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. ამის შესახებ იმნაძემ დღეს გამართულ ვებინარზე ისაუბრა.  მისი თქმით,  არაკომპეტენტურობის გამოავლინებაა როცა მოქალაქეს აცრაზე უარს ბავშვობაში გადატანილი „ჭინჭრის ციების“ გამო ეუბნებიან. 

"თუ ვაქცინას არ უწერია კონკრეტული უკუჩვენება ინსტრუქციაში, ყველა დანარჩენი ადამიანისთვის, ეს ვაქცინა აბსოლუტურად მისაღებია. არ არსებობს უკუჩვენება, რასაც ჰქვია ალერგია. ბიძინა კულუმბეგოვმა თითქმის ყველა ექიმს ჩაუტარა ტრენინგი და კიდევ რაღაც მითიურ ალერგიებს იშველიებენ.

მინდა, მოსახლეობას მივამართო, ექიმმა ჩაუწეროს პირდაპირ, რატომ ეუბნება უარს აცრაზე, რა მიზეზით. მოითხოვეთ, რომ ექიმმა ეს ჩანაწერი გააკეთოს. დამერწმუნეთ, რომ შემდეგ ამას აღარ იტყვიან. ამით თავის არაკომპეტენტურობას გამოავლენენ ისინი, ვინც ჩაწერენ, რომ ბავშვობაში ჰქონდა „ჭინჭრის ციება“, ამიტომ ეუბნებიან უარს აცრაზე“,- აღნიშნავს იმნაძე.