პოლიტიკური პარტია "დროას" დამფუძნებლმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ დღეს ინფორმაცია გაავრცელა,რომლის მიხედვითაც მას დაუკავშირდნენ სასამართლოდან და უთხრეს რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით საქმე იყო აღძრული. როგორც მას განუმარტეს, საქმე 5 ივლისს განვითარებულ მოვლენების პროტესტს შეეხება,აღნიშნული პროცესის განხილვა სექტემბერსაა ჩანიშნული.
პოლიტიკოსის თქმით, ის არ აპირებს სასამართლოში მისვლს და ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას.
"უბრალოდ, სასაცილოა და სასაცილოსთან ერთად, ცინიკურია რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, ხელისუფლება ბედავს და ამ პროტესტისთვის დევნის არა იმ მოძლადეებს, რომლებმაც იძალადეს ხალხზე, არამედ აქტივისტებს და ამ შემთხვევაში, მეც მეძახიან სასამართლოში. მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ არც სასამართლოში გამოცხადებას, არც ამ ცრუ ფარსში მონაწილეობის მიღებას, პირიქით, ეს გვმატებს იმ ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები აღარასდროს არ გაიმართოს ამ ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებში, რომ მოძალადეს ჰქონდეს თავისი ადგილი და აზრის გამოხატვა მუდმივად იყოს დაცული. ამიტომ ეს მოსამართლე თუ ვინც იქნება, შეუძლიათ ეს პროცესი ატარონ, ჩემი ფეხი იქ რა თქმა უნდა, არ იქნება."-განაცხადა ხოშტარიამ
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press