ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია მზად არის, საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილოს რეპრესიებს გამოქცეული ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „სოვას“ ტიხანოვსკაიას თანაშემწემ საერთაშორისო ურთიერთობებში, ფრანკ ვიაჩორკამ აცნობა.
მისი თქმით, ბელარუსის ოპოზიცია აპირებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს.
„ჩვენ ძალიან გვსურს საქართველოსთან მეგობრული ურთერთობის დამყარება. ორმხრივად და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. სვეტლანა ტიხანოვსკაია დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა საქართველოს მთავრობას და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში იხილავდა თანამშრომლობის სურვილს და განიხილავდა სიტუაციას ბელარუსულ ორგანიზაციებთან, რომლებიც მასობრივად გადადიან საქართველოში“, - განუცხადა „სოვას“ ვიაჩორკამ.
ცნობისთვის, ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი, ამოქმედდა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ს შორის თანამშრომლობას და ურთიერთქმედებას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press