Foto

ჩინეთს სურს განავითაროს „მეგობრული ურთიერთობა" „თალიბანთან"

ჩინეთის საგარეო  საქმეთა სამინისტროს  განცხადებით,ისინი მზად არიან  „თალიბანთან“ „მეგობრული ურთიერთობებისთვის“.

”ჩინეთი პატივს სცემს ავღანელი ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ბედი და მზად არის გააგრძელოს მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობების განვითარება ავღანეთთან”, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა.

ამ განცხადებით, ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც  ტერორისტულ დაჯგუფე "თალიბანთან" ურთიერთობის მზაობა გამოთქვა