ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე სპეციალურ ვიდეო კონფერენციაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელმა საკუთარ “ტვიტერის“ გვრდზე დაწერა.
“ავღანეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ და ბოლო დღეებსა და საათებში პარტნიორებთან ინტენსიური კონტაქტების შემდეგ, გადავწყვიტე ხვალ დღის მეორე ნახევარში მოვიწვიო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეო კონფერენცია პირველი შეფასებისთვის", - დაწერა ბორელმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press