აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას ავღანეთიდან გამოყვანის შესახებ იცავს.
"20 წლის შემდეგ ჩემთვის ნათელია, რომ ჯარების გამოყვანისთვის კარგი დრო არასოდეს არის. სწორედ ამიტომ ვიყავით იქ ამ დრომდე," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ამასთან, მისი თქმით, ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ სამხედროებს არ სურთ იბრძოლონ.
"ავღანეთში მოვლენები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდებოდით. რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის ჯარი ჩამოიშალა, ნაწილს ბრძოლა არც კი უცდია. ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის სამხედრო ჩარევის დასრულება ავღანეთში ახლა სწორი გადაწყვეტილება იყო. ამერიკელი ჯარისკაცები არ უნდა იღუპებოდნენ ომში, სადაც ავღანელ სამხედროებს საკუთარი თავისთვის ბრძოლა არ სურთ," - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press