ავღანეთში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
„მოვლენები, რომელთა მომსწრენიც ვართ ამ მომენტში, არის სამწუხარო მტკიცებულება იმისა, რომ არც ერთ თანამედროვე არმიას არ შეუძლია ავღანეთში სტაბილურობის, ერთიანობისა და უსაფრთხოების მიღწევა“, – აღნიშნა ბაიდენმა. ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარიგებამ თალიბანთან, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ქვეყანაში 15 000-დან 2 500-მდე შეამცირა. მისივე თქმით, ტრამპის გარიგება თალიბანთან ითხოვდა, აშშ -ს ძალების დატოვებას 2021 წლის 1 მაისამდე.
"2001 წლიდან, თალიბანი სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი იყო. არჩევანი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, როგორც ამერიკის პრეზიდენტს, იყო ამერიკული ძალების ამ ქვეყნიდან გაყვანა, ან კიდევ ათასობით სამხედროს ავღანეთში გაგზავნა "ომის მესამე ათწლეულის" დასაწყებად". - ამბობს ბაიდენი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press