ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს, NCDC ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება, დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ.
„ღმერთმა არ ქნას, ამ ტიპის ეპიდსიტუაცია იყოს სექტემბრისთვის, როცა სწავლა უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას, სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ველით, რომ შეზღუდვებმა, რომელიც შემოვიტანეთ და აცრების ინტენსიფიკაციამ სერიოზულად უნდა შეამციროს ახალი შემთხვების მაჩვენებლი. თუ ჩამოვიდა დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს დაბლა, მაშინ დადგება საკითხი სწავლის განახლების შესახებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press