ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. სხვადასხვა უბანში საერთო კანდიდატები ეყოლებათ პარტიებს: ევროპული საქართველო, დროა და გირჩი — მეტი თავისუფლება. მას მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც.
გირჩი — მეტი თავისუფლება:
მთაწმინდა — თენგო კირთაძე;
საბურთალო — ბორის ყურუა;
დიდუბე — ნიკა მოსიაშვილი;
ნაძალადევი — ბადრი გრიგალაშვილი.
ევროპული საქართველო:
ჩუღურეთი — გიორგი ნონიაშვილი;
ისანი — ბესო დონაძე;
სამგორი — დათო ჟღენტი.
დროა:
ვაკე — ბათუ ქუთელია;
კრწანისი — თაზო ახობაძე;
გლდანი — ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. კანდიდატები რამდენიმე პარტიამ უკვე დაასახელა. "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძოლებს, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი "ნაციონლური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, ხოლო "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილია.