ოპოზიციის ნაწილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. სხვადასხვა უბანში საერთო კანდიდატები ეყოლებათ პარტიებს: ევროპული საქართველო, დროა და გირჩი — მეტი თავისუფლება. მას მხარს დაუჭერს ნაციონალური მოძრაობაც.
გირჩი — მეტი თავისუფლება:
მთაწმინდა — თენგო კირთაძე; საბურთალო — ბორის ყურუა; დიდუბე — ნიკა მოსიაშვილი; ნაძალადევი — ბადრი გრიგალაშვილი.
ევროპული საქართველო:
ჩუღურეთი — გიორგი ნონიაშვილი; ისანი — ბესო დონაძე; სამგორი — დათო ჟღენტი. დროა:
ვაკე — ბათუ ქუთელია; კრწანისი — თაზო ახობაძე; გლდანი — ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს იქნება. კანდიდატები რამდენიმე პარტიამ უკვე დაასახელა. "ქართული ოცნებიდან" თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძოლებს, ოპოზიციის ნაწილის კანდიდატი "ნაციონლური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, ხოლო "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი მიხეილ ქუმსიშვილია.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press