Foto

ახალი სახელმწიფო წყობილება - თალიბანი განცხადებას ავრცელებს

"საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა ყველასთვის, ამიტომ უნდა შეუდგეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სრული შემართებით",- ციტატას თალიბანის განცხადებიდან AFP ავრცელებს. თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ეს პირველი ოფიციალური განცხადებაა, რომელიც ავღანეთის სამომავლო სახელმწიფო წყობასთან დაკავშირებით გვაწვდის ინფორმაციას.

თალიბანი მოქალაქეებს ცხოვრების ჩვეული რუტინით გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ჯერჯერობით არანაირ მასშტაბურ ცვლილებას არ აანონსებს. თალიბანის მიერ ქაბულის აღებისა და ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ავღანელი ქალები ფიქრობდნენ, რომ მათი უფლებები ახალი მმართველობის პირობებში დარღვეული იქნებოდა. ამის ფონზე დღეს ქალი ჟურნალისტი ToloNews-ის სტუდიაში თალიბანის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან იღებდა ინტერვიუს. ამით თალიბანი ხაზს უსვამს, რომ მათ ქალებს ტელეგადაცემებსა და სამთავრობო საქმეებში მონაწილეობის უფლება დართეს.