"საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა ყველასთვის, ამიტომ უნდა შეუდგეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სრული შემართებით",- ციტატას თალიბანის განცხადებიდან AFP ავრცელებს. თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ ეს პირველი ოფიციალური განცხადებაა, რომელიც ავღანეთის სამომავლო სახელმწიფო წყობასთან დაკავშირებით გვაწვდის ინფორმაციას.
თალიბანი მოქალაქეებს ცხოვრების ჩვეული რუტინით გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ჯერჯერობით არანაირ მასშტაბურ ცვლილებას არ აანონსებს. თალიბანის მიერ ქაბულის აღებისა და ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ქვეყნიდან გაქცევის შემდეგ ავღანელი ქალები ფიქრობდნენ, რომ მათი უფლებები ახალი მმართველობის პირობებში დარღვეული იქნებოდა. ამის ფონზე დღეს ქალი ჟურნალისტი ToloNews-ის სტუდიაში თალიბანის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან იღებდა ინტერვიუს. ამით თალიბანი ხაზს უსვამს, რომ მათ ქალებს ტელეგადაცემებსა და სამთავრობო საქმეებში მონაწილეობის უფლება დართეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press