სემეკი კომპანიებს ავალდებულებს, რომ მომხმარებლების მიერ ზედმეტობით დარიცხული თანხები დააკორექტირონ და ისინი მათ სააბონენტო ბარათზე აისახოს. გარდა ამისა, ისინი ვალდებულნი არიან, დარიცხული თანხების გადაანგატიშების ინფორმაცია სემეკს ერთი თვის ვადაში წარუდგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, კვლავ დაჯარიმდნენ.
სემეკმა კომპანიები პირველად 12 აგვისტოს დააჯარიმა, რის მიზეზადაც “ ქ. თბილისში ელექტროენერგიის აბონენტებზე სისტემურად განხორციელებული არაზუსტი დარიცხვები” დასახელდა. შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" - "თელმიკო" - 75 000 - ლარით, ხოლო სს "თელასი" - 50 000 ლარით დაჯარიმდა.
როგორც ირკვევა, მიმდინარე მოვლენების ფონზე დედაქალაქის მასშტაბით ელექტროენერგიის საფასურის გაზრდა არ იგეგმება. სემეკი კომპანიებს მოუწოდებს, რომ დარიცხვები განახორციელონ მოხმარებული ელექტროენერგიის შესაბამისი საფეხურის ტარიფით. იგი, ასევე, აღნიშნავს, რომ სს „თელასისა“ და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ აბონენტებმა ამ კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ კომისიას ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს ქოლ ცენტრის ნომერზე – 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე სემეკის გვერდის საშუალებით.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press