ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი, ამრულა სალეჰი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტი, აშრაფ ღანი გაიქცა, მისი მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია.
როგორც ის აღნიშნავს, შეერთებული შტატებისგან და ნატოსგან განსხვავებით ავღანეთს არ დაუკარგავს სული და წინ უზარმაზარ შესაძლებლობებს ხედავს.
„ჩვენ, ავღანელებმა უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი არ არის ვიეტნამი და თალიბები არც ისე შორს არიან ვიეტკონგის მსგავსად. შეერთებული შტატებისა და ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ სული არ დაგვიკარგავს და წინ უზარმაზად შესაძლებლობებს ვხედავთ. უსარგებლო გაფრთხილებები დასრულდა. შეუერთდით წინააღმდეგობას“, - აღნიშნავს ის.
ისტორიაში პირველად, ირანმა ისრაელის ტერიტორიაზე...
ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც ...
სტეფანაკერტში საჰაერო დაბომბვის სიგნალები გააქტ...
ამ დროისთვის პუტინის პრიორიტეტი ნახ...
"დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნები გაზრდი...
Mana press