ინდური მედიის, “INDIA TODAY”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თალიბანმა ჯალალაბადში ძალადობრივი გზებით იმ აქციის დარბევა დაიწყო, რომელიც ქვეყნის დროშის შეცვლის გასაპროტესტებლად გაიმართა. პროტესტანტები ქალაქის ქუჩებში მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ თალიბანს ავღანეთის დროშის შეცვლა ჰქონდა განზრახული და ადმინისტრაციული შენობებიდან ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის დროშების ჩამოხსნაც დაიწყო.
დემონსტრანტები ქალაქის ქუჩებში შეიკრიბნენ, მოაწყვეს მსვლელობა და ისლამური რესპუბლიკის დროშას აფრიალებდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, თალიბანმა ცეცხლი გახსნა, ასევე სცემეს ჟურნალისტები, რომლებიც მოვლენებს აშუქებდნენ. უცნობია თუ არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. აღსანიშნავია, რომ თალიბანის მიერ ქაბული დაკავების შემდეგ პირველი აქცია გუშინ, 17 აგვისტოს ათობით ავღანელმა ქალმა გამართა. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი მმართველობის პირობებში ქალთა უფლებები ქვეყანაში შეზღუდული იქნება. თავის მხრივ, თალიბანის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებით ვიგებთ, რომ “ "საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა ყველასთვის” და ისინი ცხოვრების ჩვეულ ტემპს უნდა დაუბრუნდნენ. თალიბანის ერთ-ერთი წარმომადგენელი ავღანეთის ახალ სახელმწიფო წყობაზე საუბრისას ავღანელი ქალი ჟურნალისტის კითხვებს პასუხობდა. როგორც ისინი აცხადებდნენ, ქალებს ტელეგადაცემებსა და სამთავრობო საქმეებში მონაწილეობის უფლება ექნებოდათ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press