აშშ-ს მთავრობამ ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა. მათი საერთო ღირებულება 9,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ეს აშშ-ს მთავრობის მხრიდან თალიბანის მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ პირველი მასშტაბური ქმედითი ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთის ცენტრალური ბანკი ახლა თალიბანის კონტროლის ქვეშაა, ისინი იქაური აქტივების გამოყენებას მაინც ვერ შეძლებენ.
თალიბანი ისევ რჩება აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში, რის გამოც, ავღანეთის ცენტრალური ბანკის კუთვნილებაში არსებული ყოველი მატერიალური აქტივი, რომელიც ინახება აშშ-ს ტერიტორიაზე ან ამერიკული საფინანსო ინსტიტუტების კონტროლის ქვეშ, დაჯგუფებისთვის მიუწვდომელი გახდა.
ამ გადაწყვეტილებით ამერიკის მთავრობა ცდილობს, ხელი შეუშალოს თალიბანის ფინანსურად გაძლიერებას. ავღანეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, აჯმალ აჰმადის განმარტებით, დოლარის გადარიცხვა და ტრანზაქციები შეწყდა, თალიბანის ნებისმიერი მცდელობა – გამოიყენოს ბანკის მატერიალური აქტივები, აშშ-ს მიერ დაბლოკილია.
ცენტრალური ბანკის კუთვნილი აქტივების უდიდესი ნაწილი აშშ-ში, ნიუ-იორკის ფედერალურ რეზერვში ინახებოდა, რაც ავღანეთში არსებული არასტაბილური მდგომარეობით იყო გამოწვეული.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press