დღეს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. “ კოვიდვაქცინები რეალურად იცავს მოსახლეობას და ვაქცინაციაზე გადის მთავარი გზა პანდემიის დასრულების. ამიტომ არის ყველაზე მთავარი, რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას და მეტი გადარჩენილი სიცოცხლე გვქონდეს. ხშირად ვამბობ, 1000 აცრილი ადამიანი შეიძლება იყოს 1 გადარჩენილი სიცოცხლე. ამდენად, რამდენი 1000-ც აიცრება, იმდენი ერთეული სიცოხლე გადარჩება”,- აღნიშნავს იგი.
ამირან გამყრელიძე, ასევე, 12 წელს გადაცილებული ასაკის ბავშვების ვაქცინაციის საკითხსაც შეეხო. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფში ვაქცინაცია უკვე ბევრმა ქვეყანამ დაიწყო, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მაინც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციას ელოდებიან. "ბევრმა ქვეყანამ საკუთარი მარეგულირებლების დასკვნების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ცრიან 12 წლის ასაკიდან ზემოთ მოზარდებს. ჯერჯერობით, ცრიან ძირითადად ფაიზერით და მოდერნათი, რადგან ამ ორ ვაქცინაზე, ამ ასაკში კლინიკური კვლევები დიდი ხანია დამთავრებულია და საკმაოდ ეფექტიანია. ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს გადაწყვეტილებას. როგორც კი რეკომენდაცია იქნება, რა თქმა უნდა, დავიწყებთ აცრას. ვფიქრობ, შემოდგომაზე ჩვენც დავიწყებთ ამ ასაკის პირების აცრას”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press