დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი დილიდან გაიხსნა. მან უნივერსიტეტს მასობრივი იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვაქცინაციის სივრცეების თანმიმდევრულ გაშლას. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს, რომელიც თითქმის ერთი წელია, აქტიურად ეთანამშრომლება ჯანდაცვის სამინისტროს. აქ გვქონდა ონლაინკლინიკა და ცხელი ხაზი, ასევე შემოგვთავაზეს სივრცე ვაქცინაციის პროცესის გასამართად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იგი, ასევე, შეეხო ისეთ საკითხს, როგორიცაა შესაფერისი სივრცეების მოწყობის მნიშვნელობა იმუნიზაციის პროცესში. „ზოგადად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტების ჩართვას ამ პროცესში, რადგან საკმაოდ დიდი მოცულობა როგორც ლექტორების, ასევე სტუდენტების არიან ასაცრელები და კომფორტულ გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ სივრცეში მოსახლეობის დიდი ნაწილი იღებს მომსახურებას, გამტარობა სივრცეებში არის საკმაოდ მაღალი. აქ იმყოფება სამი რეგისტრატორი და ექვსი ამცრელი ბრიგადა. სივრცეს აქვს საშუალება, მოხდეს გაფართოება. დაახლოებით 600-700 ადამიანამდე გამტარუნარიანია. კონკრეტულად ამ უბანში მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი არ იყო გახსნილი და მნიშვნელოვანია როგორც რეგიონში, ასევე დიდი ქალაქების უბნებში იყოს ხელმისაწვდომი. მსგავსი ცენტრი გაიხსნა ბათუმში, რამდენიმე დღეში გაიხსნება ქუთაისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 15 ამცრელი ბრიგადა. ის იქნება ქალაქის ცენტრში, აკადემიურ სივრცეში და იმერეთის რეგიონის, ქუთაისის მოსახლეობისთვის გაიზრდება როგორც გამტარუნარიანობა, ასევე ხელმისაწვდომობა“,- აღნიშნავს ტიკარაძე.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press