ლიტვა 12 ბელარუსს ოფიცერს არალეგალი მიგრანტების საზღვარზე გადაყვანაში ადანაშაულებს.
მათი თქმით, ოფიცრები უკანონოდ შევიდნენ ლიტვის ტერიტორიაზე, რათა მიგრანტთა ჯგუფი საზღვარზე გადაეყვანათ.
ლიტვის სასაზღვრო სამსახურის განმარტებით, ბელარუსმა მესაზღვრეებმა არაერთხელ გადმოკვეთეს საზღვარი უკანონოდ.
ბელარუსმა უარყო ეს ფაქტი და ლიტველი მესზღვრეები დაადანაშაულა მიგრანტების მიმართ ძალადობაში.
ევროკავშირის მინისტრები უახლოეს მომავალში, გეგმავენ შეხვედრებს ბელარუსიდან ერაყელი მიგრანტების შემოდინების საკითხის განსახილველად. წელს 4100 -ზე მეტი ერაყელი მიგრანტი არალეგალურად შევიდა ევროკავშირის წევრ ლიტვაში მეზობელი ბელორუსიდან.
შეგახსენებთ, რომ საზღვრის უკანონო კვეთა გასნაკუთრებით გახშირდა ივნისში, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა სანქციები დააწესა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press