10 აგვისტოს ევროკომისიამ 40 მილიონი ევროდან 75 მილიონ ევრომდე გაზარდა დახმარების პაკეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, კორონავისურის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებით. ეს დამატებითი დაფინანსება დააჩქარებს ვაქცინაციის კამპანიას აღმოსავლეთის პარტნიორი ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.- ინფორმაციას „ევროკავშირის“ ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ.
როგორც ინფორმაციასია ნათქვამი, ამ ახალი 35 მილიონი ევროს დახმარების პაკეტით, ევროკავშირი ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ვაქცინებზე წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.
ევროკავშირის მხარდაჭერა მოიცავდა ვაქცინაციის კამპანიაში ჩართული ჯანდაცვის მენეჯერებისა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგს, ვაქცინების და მარაგების მიწოდებისა და დამუშავების ძირითად ლოჯისტიკურ მხარდაჭერას, ვაქცინაციის მონაცემებს და უსაფრთხოების მონიტორინგს, კომუნიკაციას და საზოგადოების ჩართულობას.
” ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს აღმოსავლელ მეზობლებს ვაქცინაციის დასაჩქარებლად, რადგან ეს გადამწყვეტი იქნება პანდემიის დასრულებისთვის და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის დასაწყებად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს პარტნიორებზე , ” - თქვა სამეზობლო და გაფართოების საკითხთა კომისარმა ოლივერ ვარჰელიმ . დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს, 11 მილიონი პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას, 12000 ლაბორატორია კომპლექტს, 1500-ზე მეტ ვენტილატორს, ჟანგბადის კონცენტრატორს ,პულსის ოქსიმეტრ და 20,000 PCR ტესტს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press