თამარ გაბუნიამ კორონაინფიცირებულთა შორის ვაქცინირებულების რაოდენობაზე ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგების მიხედვით გაბუნია ასკვნის, რომ “რეალურად ვაქცინა მუშაობს და იცავს მძიმე შემთხვევების განვითარებისგან”.
“ჩვენ გავაკეთეთ ინფიცირებულების ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე აცრილი პირებისრაოდენობის მიხედვით. ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი ვაქცინირებული არიყო. საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3500 პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%. ანუ, ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხდა რეანიმაციაში ამ 3500 პირიდან”,- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press