კვირიდან მოყოლებული, ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეყნიდან გამგზავრების მსურველების ნაკადი არ წყდება, „თალიბანი“ მოსახლეობას დაშლისკენ და სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს -ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს
მათი ცნობით, „თალიბანი“ მოსახლეობას აფრთხილებს რათა შესაძლო ზიანი აირიდონ თავიდან.
„არ გვსურს, ვინმეს აეროპორტში ზიანი მივაყენოთ“, - განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა.
მიუხედავად გაფრთხილებისა ხალხი ქვეყნის დატოვებას მაინც ცდილობს.
წყაროებმა განუცხადეს „ალ ჯაზირას“, რომ აეროპორტს სერიოზული ზიანი მიადგა, რომლის გამოსწორებას გარკვეული დრო დასჭირდება. მათ განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სკანერები გატეხილია ,რადგან მათ ამდენი ადამიანის ზეწოლას ვერ გაუძლეს,ასევე დაზიანებულია საერთაშორისო ტერმინალის შიდა ნაწილი და კარიბჭე , რომელიც საჭიროებს შეკეთებას.
ამ დღეებში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისა და სროლების შედეგად 12 ადამიანი გარდაცივალა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press