უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ ზელენსკისა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა 30 აგვისტოს უნდა გამართულიყო თუმცა, ისინი ერთმანეთს 31 აგვისტოს შეხვდებიან - ინფორმაცია ჟურნალიტებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრი კულებამ განუცხადა
მინისტრის განმარტებით, 31 აგვისტოს შეხვედრაზე დელეგაციებთან ერთად, პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირაც შეხვდებიან.
„ვიზიტის პროგრამის გაფართოებული ელემენტების გამო, უკრაინისა და აშშ -ის სახელმწიფოს მეთაურების, პრეზიდენტ ბაიდენისა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა 31 აგვისტოს გაიმართება. ჩვენ შევთანხმდით აშშ -სთან, რომ შეხვედრის თარიღს ერთი დღით გადაეწია. განსაკუთრებით იმიტომ, რომ პრეზიდენტების შეხვედრის ფორმატი გაფართოვდა და ახლა მოიცავს არა მხოლოდ დელეგაციების შეხვედრას, არამედ პირისპირ შეხვედრასაც“, - განაცხადა კულებამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press