ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, თუმცა მცირე სტაბილიზაციის სურათი იკვეთება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ამასთანავე, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე საუბარი არ არის.
„ამ ეტაპზე, დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ერთ რაც შემიძლია ვთქვა, ციფრები დღეს არის შედარებით ოდნავ ნაკლები, ვიდრე იყო გუშინ ან თუნდაც კვირის დასაწყისში. კარგია, რომ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ, ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, მაგრამ მცირე სტაბილიზაციის სურათი იკვეთება. ჩვენ მთავარია დღეს აღვასრულოთ ის რეკომენდაციები და რეგულაციები, რომლებიც დღეს დაწესებულია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press