Foto

“როიტერსი” ქაბულის აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “როიტერსის” მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ფოტო კარგად ასახავს ქაბულის აეროპორტში არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას. როგორც ბრიტანული გამოცემა “BBC NEWS” იუწყება, ქვეყნის დატოვებას უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს. თალიბანს სახმელეთო საზღვარი ყველა მხრიდან ჩაკეტილი აქვს. შესაბამისად, ერთადერთ გასაღწევ სივრეცედ აეროპორტი რჩება, სადაც აშშ-ს 4000 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი. ისინი ცდილობენ, აეროპორტის ტერიტორია დაიცვან, თუმცა ადგილზე მცირედი პანიკა და შიში მაინც შეინიშნება, რადგან აეროპორტის გარშემო თალიბები არიან მობილიზებულნი.