“რეგულაციების დაცვა წელიწადი, წელიწად-ნახევარი და კიდევ მეტი დაგვჭირდება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საუბრობს. მისი თქმით, ჩვენ ომში ვართ და ქართველმა ხალხმა ეს უნდა გაითავისოს.
“ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ომში ვართ დღეს მიკროსამყაროსთან, ვინ ვის დაამარცხებს, რთულია, აქედან გამომდინარე, ამარცხებს მას მხოლოდ და მხოლოდ აცრა და რეგულაციებს დაცვა, რომელიც დაგვჭირდება კიდევ კარგა ხანს, წელიწადი, წელიწად-ნახევარი და მეტი კიდევ, შეიძლება. იმიტომ, რომ ეს ვირუსი ებრძვის მაკროსამყაროს, იცვლის გენეტიკურ შენობას, იცით ეს, მუტაცია ხდება ხშირი იმიტომ, რომ ადაპტირდეს და უფრო მეტი ადამიანი დააზიანოს, აქედან გამომდინარე, იცავს, მხოლოდ და მხოლოდ, აცრა. აქედან გამომდინარე, უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს. მე ვიცი, რომ 1 000 აცრილი არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press