წყალტუბოს ყოფილი სანატორიუმის შენობაში ასაკოვანი ქალბატონი ამორტიზებული კიბიდან გადავარდა და სარდაფში ჩავარდა. ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ყოფილი სანატორიუმის შენობაში მცხოვრები დევნილები ამბობენ, რომ შენობა ავარიულია და საცხოვრებლად უვარგისი. მათი თქმით, ხელისუფლება საფრთხის შემცველი გარემოდან მოქალაქეების გაყვანას ვერ ახერხებს.
„აქვე ვაჭრობდა, წაბორძიკდა, ჩავარდა აგერ, მოაჯირი არაა. ავარიული შენობაა, ხედავთ ყველაფერს. რომ ასახლებენ 3, 5 ოჯახი, ხედავ ავარიული შენობაა, გაიყვანე ყველა ოჯახი და დაკეტე სანატორიუმი, რად უნდა ზედმეტი ლაპარაკი. ცოცხალ-მკვდარი წაიყვანეს სასწრაფოთი. საცხოვრებლად აღარ ვარგა აქაურობა", - ამბობენ სანატორიუმის მცხოვრებლები.
მსოფლიო რაგბის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2026...
PSP ზაფხულს სიახლეებით ხვდება - 10 ივლისს, ბათუ...
საქართველოს პროკურატურამ საზღვაო ტრანსპორტის სა...
რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ე.წ. &bd...
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლი...
Mana press