გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად წარდგინეს.
მისი განცხადებით, ახლა არ არის დრო კეკლუცობის და კომპლექსების ტირაჟირების სწორედ ამიტომ "ნაციონალური მოძრაობის" ნომრით არჩევნებში მონაწილეობას თავად დასთანხმდა.
"მინდა ავხსნა ჩემი მოტივაცია. ძალიან ბევრი მეკითხება, ჩემს პოლიტიკურ გეგმებზე. რას აპირებ, ან რატომ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რატომ 5 ნომერი. როდესაც ჩვენ ვისაუბრეთ ჩემთან დაკავშირებით, რომ ფოთში უნდა წამოვსულიყავი, ნიკამ შემომთავაზა იქნებ ნეიტრალური ნომერი აიღო, რაზეც უარი ვთქვი, არ არის დრო ყალბი კეკლუცობის, არ არის დრო კომპლექსების ტირაჟირების, არამედ არის ბრძოლის, ბრძოლის და მხოლოდ ბრძოლის დრო. არ არის დრო გავარჩიოთ ეს ნომერი მინდა, ის ნომერი მინდა. სულერთია, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც გამარჯვებას მოიტანს, ის ნომერი უნდა იყოს, რომელიც განვითარებას მოიტანს და დაამარცხებს ოლიგარქიას. იქნება ეს 5 ნომერი? იყოს 5 ნომერი, იქნება ეს სხვა ნომერი? იყოს სხვა ნომერი. მთავარია ოლიგარქია დამარცხდეს, ფოთი გახდეს ავანგარდში“,-განაცხადა უგულავამ უგულავა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press