აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ(FDA) სრული ავტორიზაცია მიანიჭა “ფაიზერისა“ და “ბიოტექის“ ვაქცინას, მათ ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღეს გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოყენების ავტორიზაცია.-ინფორმაციას „Reuters”-ი ავრცელებს
სააგენტოს ცნობით, FDA– მ დაამტკიცა ორი დოზის ვაქცინა 16 წელს ზევით ასაკის ადამიანებისთვის გამოსაყენებლად.
კოვიდ -19 საწინააღმდეგო სხვა ვაქცინებიდან არცერთს, რომელსაც მინიჭებული აქვს FDA– ს გადაუდებელი სიტუაციის დროს გამოყენების ნებართვა - მათ შორის “მოდერნა“ და “ჯონსონ-ჯონსონის“ ვაქცინებს - აქამდე არ მიუღიათ სრული ავტორიზაცია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ სრული ავტორიზაცია დაარწმუნებს ანტივაქსერებს, რომ „ფაიზერით” აცრა უსაფრთხო და ეფექტურია.
”მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ადამიანმა უკვე მიიღო უსაფრთხოდ კორონავირუსის ვაქცინები, საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის სრული ავტორიზაცია გამოიწვევს ვაქცინის მიმართ მეტ სანდოობას”- განაცხადა ჯანეტ ვუდკოკმა, აშშ-ს საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მოქმედმა კომისარმა.
საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის დამტკიცება ემყარება კომპანიის კლინიკური კვლევის განახლებულ მონაცემებს.
„ფაიზერის“ და ბიოტექის“ ვაქცინა ახლა ბაზარზე იქნება Comirnaty სახელწოდებით.
შეერთებულ შტატებში 204 მილიონზე მეტმა ადამიანია ვაქცინირებული.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press