„ჯანდაცვის სისტემის რესურსი უკვე ძალიან შეზღუდულია, 8000 საწოლი თავისი ადამიანური რესურსით არის ის შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია გამოვძებნოთ, ეს რესურსი მობილიზებულია და კიდევ დამატებით ცდილობენ ჰოსპიტლები რესურსების მობილიზებას“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჰოსპიტალები გეგმური ჩარევების შეჩერების ხარჯზე დამატებითი რესურსის მობილიზებას ცდილობენ.
„გეგმური ჩარევების შეჩერება იძლევა ადამიანური რესურსის კოვიდმიზნებისთვის გადმომისამართების შესაძლებლობას, შესაბამისად არსებობს მოსაზრება, რომ დამატებითი სივრცეები ჰოსპიტლებთან ახლოს მოეწყოს და ჰოსპიტლიდან მოხდეს პერსონალის გადანაწილება, ვინაიდან დამატებითი ნაკადის შემოდინების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ იქნება“- აღნიშნა გაბუნიამ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press