დღევანდელი სიტუაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვერ გასცემს რეკომენდაციას სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
გამყრელიძის თქმით, დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მაშინ გაიცემა, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი 4%–ს ჩამოსცდება და სკოლის პერსონალის 80% იქნება აცრილი.
"დღევანდელი სიტუაციით და ამ მაჩვენებლებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ვერ გასცემს დასწრებული სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით, რომ დადებითობის მაჩვენებელი უნდა ჩამოვიდეს სადღაც 4%-ზე დაბლა და მასწავლებელთა და სკოლაში მომუშავე პერსონალთა 80% უნდა იყოს აცრილი, რომ რეკომენდაცია გაიცეს დასწრებულ სწავლასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დაუსწრებელი ე.წ. დისტანციური სწავლება დაიწყება იმის მიხევდით, როგორც გადაწყვეტს ამას განათლების სამინისტრო", – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press